ირაკლი ღარიბაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო, მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც ასე უხვად ჰქონდა ამ შესანიშნავ ხელოვანს
ირაკლი ღარიბაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო, მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც ასე უხვად ჰქონდა ამ შესანიშნავ ხელოვანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კინოსა და თეატრის მსახიობ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაურის თქმით, მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც მიხეილ გომიაშვილს უხვად ჰქონდა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის უნიჭიერეს მსახიობ მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო. მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც ასე უხვად ჰქონდა ამ შესანიშნავ ხელოვანს.

ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ასეთ მძიმე დანაკარგს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.