ირაკლი ღარიბაშვილი – მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას
მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირთან სამომავლო პარტნიორობას და შემდგომი ინტეგრაციის გზებთან დაკავშირებულ არსებით დისკუსიებს განსაზღვრავს.
„ჩემთვის დიდი პატივია 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოსთვის, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან ჩვენს სამომავლო პარტნიორობას და შემდგომი ინტეგრაციის გზებთან დაკავშირებულ არსებით დისკუსიებს. მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას”, – წერს პრემიერ-მინისტრი.
Honored to participate at the EaP Summit 2021! Huge event for 🇬🇪 shaping the future of our partnership w/🇪🇺 & engaging in substantive discussions on how to proceed w/the 🇪🇺 integration. Looking forward to developing a new chapter of our integration w/ the 🇪🇺! pic.twitter.com/g2z6GdAdgL
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) December 15, 2021