ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს, დრიტან აბაზოვიჩს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს, დრიტან აბაზოვიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს, დრიტან აბაზოვიჩს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ  „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონტენეგროს მონაწილეობა კავშირთა გაძლიერების შესაძლებლობაა.

„საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას.

მთავრობის მეთაურმა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა“, – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.