ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს [ფოტო]
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს [ფოტო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის დედაქალაქში იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

სამიტის პლენარული სესია მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გახსნა. მან ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა.

გახსნის ღონისძიების შემდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

რიგით მეორე სამიტს ევროპის ქვეყნების 47 ლიდერი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან.