ირაკლი ღარიბაშვილი - მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რაც შესანიშნავი პლატფორმაა უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად
ირაკლი ღარიბაშვილი - მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რაც შესანიშნავი პლატფორმაა უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად

მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რაც ნამდვილად შესანიშნავი პლატფორმაა ტრადიციული და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას.

„საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას საერთო ფასეულობებისა და იდეალების წინსვლის სურვილით, რასაც შეუძლია გაზრდილი უსაფრთხოება უზრუნველყოს მთელს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.