ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, მედიის წარმომადგენლებს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გადაგიხადოთ მადლობა თქვენი საქმიანობისთვის, გისურვოთ წარმატება პროფესიულ კარიერაში
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, მედიის წარმომადგენლებს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გადაგიხადოთ მადლობა თქვენი საქმიანობისთვის, გისურვოთ წარმატება პროფესიულ კარიერაში

მინდა, მედიის წარმომადგენლებს მოგილოცოთ დღევანდელი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში განაცხადა.

პრემიერმა მედიის წარმომადგებლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა თავიანთი საქმიანობისთვის.

„ეს არის თქვენი დღე. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატება თქვენს პროფესიულ კარიერაში. მინდა, გისურვოთ მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.