ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო
ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ნახევარი მილიონი „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოდის, ამას გარდა, ქვეყანას აქვს ასევე მილიონ-ნახევარი ჩინური ვაქცინა.

„მთელი ჩვენი აქცენტი უნდა იყოს განვითარებაზე და ვაქცინაციაზე. დღეს ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოდის. ეს არის ამერიკის მთავრობის დახმარება. გარდა ამისა, მილიონ-ნახევარი ჩინური ვაქცინა არის საქართველოში და მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.