ირაკლი ღარიბაშვილი მესტიაში „სვანეთობის“ აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს
ირაკლი ღარიბაშვილი მესტიაში „სვანეთობის“ აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს

მინდა, გავიხსენო ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი ამბობდა, რომ სვანები მართლაც გამორჩეულად შეუპოვარი და ამაყი, მამაცი, უშიშარი ხალხი ხართ, ეს უდაოდ ასეა, თქვენ ქმნით და ქმნიდით ყოველთვის უნიკალურ კულტურას, ისტორიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, განაცხადა, სადაც „სვანეთობას“ აღნიშნავენ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მთა და მთის ხალხი მეტად დაფასებული იყოს.

„დიდი პატივია, ჩემთვის დღეს აქ ყოფნა, მესტიაში და თქვენთან ერთად ამ სახალხო დღესასწაულში მონაწილეობის მიღება. მინდა, პირველ რიგში დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა, ჩემი დიდი სიყვარული თქვენდამი. თქვენ მართლაც გამორჩეული ხალხი ხართ ქართველებს შორის. მინდა, გავიხსენო ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი ამბობდა, რომ სვანები მართლაც გამორჩეულად შეუპოვარი და ამაყი, მამაცი, უშიშარი ხალხი ხართ, ეს უდაოდ ასეა. თქვენ ქმნით და ქმნიდით ყოველთვის უნიკალურ კულტურას, ისტორიას, თქვენ იცავდით და იცავთ ჩვენს მთავარ მონაპოვარს, სვანეთი ყოველთვის იყო გამორჩეული ჩვენი ეკლესია მონასტრების განძთსაცავით. თქვენ ყოველთვის ამ ფუნქციას, ამ როლს ასრულებდით და რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ ყველანი დიდი მადლობას მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, ეს როლი და ეს ფუნქცია, რომელიც სვანებს ოდითგანვე ჰქონდათ, უნდა იყოს სათანადოდ დაფასებული. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ყველაფრისთვის, თქვენი ერთგულებისთვის, შეუპოვრობისთვის, სიმამაცისთვის.

მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მთა და მთის ხალხი მეტად დაფასებული იყოს. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ჩვენ მივიღეთ მთის კანონიც, რამაც ძალიან ბევრ მთაში მცხოვრებ ადამიანს გაუადვილა აქ მოღვაწეობა, ჩართულობა, ეკონომიკაში გარკვეული დოვლათის შექმნა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი პროექტები უნდა დაფინანსდეს სვანეთში, მესტიაში. ეს უნიკალური ადგილი უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს. ჩვენ ასევე გავხსენით ერთ-ერთი მართლა გამორჩეული პროექტი; ეს არის 32 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, საბაგირო. ეს არის გამორჩეული იმით, რომ არის ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო. კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, მეტ პროექტს დავაფინანსებთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.