ირაკლი ღარიბაშვილი - მასშტაბურ, 900 მილიონი ლარის პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილ ოჯახს ავუშენებთ ბინებს
ირაკლი ღარიბაშვილი - მასშტაბურ, 900 მილიონი ლარის პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილ ოჯახს ავუშენებთ ბინებს

მასშტაბურ, 900 მილიონი ლარის პროექტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც 13 000 დევნილ ოჯახს ავუშენებთ ბინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ საცხოვრებელი ფართები 29 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.

„რაც შეეხება ზოგადად დევნილების მიმართულებით ჩვენ მიერ გატარებულ პოლიტიკას, იცით, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს. ჩვენ 13 000 ოჯახს ავუშენებთ ბინებს, ეს არის 900 მილიონი ლარის პროექტი, მომდევნო სამ წელში დასრულდება აღნიშნული პროექტი და 13 000 ოჯახს გადაეცემა ბინები. სულ, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 29 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.