ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობას ვუხდი თენგიზ ცერცვაძეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ასეთი შეფასებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობას ვუხდი თენგიზ ცერცვაძეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ასეთი შეფასებისთვის

მადლობას ვუხდი ჩვენთვის ყველასთვის საამაყო ადამიანს, ბატონ თენგიზ ცერცვაძეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ასეთი შეფასებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის და თავდაცვის მინისტრისთვის, საამაყოა თითოეული ის ადამიანი, თითოეული ის ექიმი, რომლებიც სამხედრო ჰოსპიტალში ზრუნავენ პაციენტებზე და ყველაფერს აკეთებენ მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერცვაძემ სამხედრო ჰოსპიტლის მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, კლინიკაში არაერთი ინოვაციური მიდგომა აღმოაჩინა, მათ შორის კი განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ჰოსპიტლის მიერ კომორბიდული, ანუ კორონავირუსის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფის შექმნის ინიციატივას, რომლის დანერგვასაც ის „კოვიდის“ ყველა კლინიკაში აპირებს.