ირაკლი ღარიბაშვილი – მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად, დაუღალავად განვაგრძობთ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ
მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ საქართველო კვლავინდებურად წარმოადგენს ევროკავშირის სანიმუშო მოკავშირეს და პარტნიორს.
„რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ საქართველო კვლავინდებურად წარმოადგენს ევროკავშირის სანიმუშო მოკავშირეს და პარტნიორს. ჩვენ ერთგულად და დაუღალავად განვაგრძობთ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა პოლიტიკური დიალოგისთვის,“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
Thank you @eucopresident for your personal efforts in strengthening the 🇬🇪🇪🇺 strategic partnership. 🇬🇪 remains an exemplary ally&partner for the 🇪🇺 in the region&beyond. We remain loyal&diligent on our path to EU membership. We reiterated our readiness for political dialogue.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 1, 2021