ირაკლი ღარიბაშვილი - ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს? ვინმეს გახსოვთ, გამოსულიყო და საჯაროდ დაეგმო რამე, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება
ირაკლი ღარიბაშვილი - ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს? ვინმეს გახსოვთ, გამოსულიყო და საჯაროდ დაეგმო რამე, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება

ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს? მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, ვინმეს გახსოვთ საერთოდ, გამოსულიყო და საჯაროდ დაეგმო რაიმე, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, კეზერაშვილის სახით ბიზნესის მთავარი რეკეტიორი ჩაწერეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის.

„სახალხო დამცველმა, ქალბატონმა ლომჯარიამ საჯაროდ თქვა, რომ ამას მირჩევნიაო,  ბომბებისგან მიღებული ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და, ვინ უნდა მიიღოს? ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს? ვინმეს გახსოვთ საერთოდ, სახალხო დამცველი გამოსულიყო, და მაშინ სხვა პოზიციაზე მუშაობდა, საჯაროდ დაეგმო რაიმე, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუპატიურება, მკვლელობები, ბიზნესის დატერორება“, –  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.