ირაკლი ღარიბაშვილი ლია მიქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ღარიბაშვილი ლია მიქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლია მიქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ტელემაუწყებლობის სახელოვანი ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო.

ლია მიქაძე იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი სახე, რომელიც მთაწმინდის ტელეხედვის სტუდიიდან პირველად მიესალმა საქართველოს და ტელევიზიის დაბადება ახარა.

მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და აკადემიური სტილის გამო, ხალხმა ის დამსახურებულად შეიყვარა და თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ადევნებდა თვალს მის მოღვაწეობას.

ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის ტექსტში.

საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.