ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარული ქართველი სოპრანოს, მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარული ქართველი სოპრანოს, მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარული ქართველი სოპრანოს, მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს, მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო.

მედეა ამირანაშვილი იყო ქართული და ევროპული საოპერო მუსიკის უბადლო შემსრულებელი და ქართული მუსიკალური ხელოვნების თავდადებული ქომაგი. სწორედ ამით დაიმსახურა მან ოპერის მოყვარულთა თუ ხელოვნების მოღვაწეთა დიდი სიყვარული და პატივისცემა.

ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ მის მსმენელს საყვარელი არტისტის გარდაცვალებას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

93 წლის ასაკში სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუსი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, სოპრანო მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა.