ირაკლი ღარიბაშვილი - ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 85 წლის იუბილეს, განუმეორებელი შემოქმედებით მან ყველაზე ძვირფასი ჯილდო, სახალხო სიყვარული მოიპოვა
ირაკლი ღარიბაშვილი - ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 85 წლის იუბილეს, განუმეორებელი შემოქმედებით მან ყველაზე ძვირფასი ჯილდო, სახალხო სიყვარული მოიპოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

ამის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„85 წლის იუბილეს ვულოცავ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს! თავისი განუმეორებელი შემოქმედებით ქალბატონმა ნანიმ ყველაზე ძვირფასი ჯილდო – სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა. დღეგრძელობას, ბედნიერებასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნანის“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.