ირაკლი ღარიბაშვილი - კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე და ევროპაში 21-ე ადგილზე გავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი - კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე და ევროპაში 21-ე ადგილზე გავიდა

კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე და ევროპაში 21-ე ადგილზე გავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო ევროპაში 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, მე-18 ადგილზე გავიდა.

„მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა რამდენიმე ხნის წინ. მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა ბოლო პერიოდში. მაგალითად, კორუფციის კონტროლი ავიღოთ – კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა. ამავე ქვეყნებს შორის, ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, მე-18 ადგილზე გავიდა ჩვენი ქვეყანა კორუფციის კონტროლის მიხედვით. ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ თერთმეტ სახელმწიფოს და ნატო-ს წევრ 13 სახელმწიფოს. ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ ბოლო ათწლიანი მმართველობის შედეგად მივაღწიეთ.

მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 30-ე ადგილზეა კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზე გავიდა“, – განაცხადა პრემიერმა.