ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა
ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. მთავრობის მეთაური „ფაიზერის“ მეორე დოზით დღეს აიცრა.

ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.