ირაკლი ღარიბაშვილი კოლინ პაუელის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ კოლინ პაუელი ამერიკის პატრიოტი და საქართველოს მეგობარი იყო.
პრემიერ-მინისტრი კოლინ პაუელის ოჯახს და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.
„გენერალ კოლინ პაუელის გარდაცვალების ამბავმა ძალიან დამამწუხრა. ნამდვილმა გზის გამკვალავმა, წესიერებისა და ღირსების განსახიერებამ, ამერიკის პატრიოტმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა დაგვტოვა. თანაგრძნობას ვუცხადებ პაუელების ოჯახს და ამერიკელ ხალხს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კოლინ პაუელის ოჯახის განცხადებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. კოლინ პაუელი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2001-2005 წლებში, ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა.
I am deeply saddened to learn about the death of Gen. Colin Powell. A true trailblazer, man of descency and honor, 🇺🇸 patriot and great friend of 🇬🇪 has left us. My deepest condolences to the Powell family and American people.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 18, 2021