ირაკლი ღარიბაშვილი - ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციას რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
ირაკლი ღარიბაშვილი - ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციას რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

ხულო-ზარზმის ხუთკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გზის რეკონსტრუქციის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გაეცნო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამუშაოები ასევე დაწყებულია გზის 42 კმ-იან მონაკვეთზე, რომელსაც ქუვეითის ფონდი აფინანსებს.

ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის (ხულო-ზარზმა) პროექტი სამ მონაკვეთად არის დაყოფილი. ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას და შვიდ ხიდს ჩაუტარდება. დაიგება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 110 მილიონი ლარია.

განახლებული გზით ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 საათით შემცირდება.

დატოვე კომენტარი