ირაკლი ღარიბაშვილი - „ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38-ე ადგილზე გავიდა, ევროპის მასშტაბით კი ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზეა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38-ე ადგილზე გავიდა, ევროპის მასშტაბით კი ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზეა

„ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38 -ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზე დასახელდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველო „მთავრობის ეფექტიანობის“ მიხედვით მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო.

„საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ რვა სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს,  საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს.

ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „ხელისუფლების ეფექტურობით“ უსწრებს 12 სახელმწიფოს. კავკასიასა და შავიზღვისპირეთში კი ვართ პირველ ადგილზე.

მინდა, ასევე აღვნიშნო Economist Intelligence Unit-ის კვლევა, რომელიც „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მეთოდოლოგიით გადამუშავდა. მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ბიუროკრატია შეფასდა ორი მიმართულებით – ეს არის პირველი – ბიუროკრატიის ხარისხი, ინსტიტუციური ეფექტურობა და მეორე – ეს არის ჭარბი ბიუროკრატიისგან თავისუფლება.

საქართველომ წელს ზედიზედ მეოთხედ შეფასების 100%-იანი შკალიდან 75% აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოში მე-17, ხოლო ევროპაში მე-12 პოზიციაზე გავიდა.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო კანონის უზენაესობით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის ორ და ნატო-ს წევრ ხუთ სახელმწიფოს. აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა, 62.5 პროცენტის დონეზე იყო გაყინული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.