ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხს სჭირდება სტაბილურობა, მეტად პროგნოზირებადი მომავალი, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფრის გარანტია, ამ მისიას პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციიდან უფრო ძლიერად შეასრულებს
ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხს სჭირდება სტაბილურობა, მეტად პროგნოზირებადი მომავალი, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფრის გარანტია, ამ მისიას პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციიდან უფრო ძლიერად შეასრულებს

რისკებს ჭირდება გადაზღვევა, გაძლიერება, გამყარება, გუნდს კიდევ უფრო კონსოლიდაცია, აი, ამ როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა კორუფციის რისკები, საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც მანამდე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის გარანტი, მშვიდობის, სტაბილურობის და უკეთესი მომავლის.

„საერთოდ, მე მინდა გითხრათ, რომ რისკები ყველანაირი შეიძლება არსებობდეს, ყველა სახელმწიფოში არსებობს ის რისკები, რომლებზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ამ რისკებს ჭირდება გადაზღვევა, გაძლიერება, გამყარება სჭირდება. გუნდს კიდევ უფრო კონსოლიდაცია სჭირდება, აი ამ როლს შეასრულებს და არა მარტო ამ როლს ბატონი ბიძინა.

თავად განცხადებაშიც და თავის სიტყვაში, უხერხულია რომ გავიმეორე კიდევ ერთხელ, თქვენ მოისმინეთ ყველამ, მე მგონი ძალიან მკაფიოდ განმარტა მიზეზი თუ რის გამოც იგი თვლის, რომ ეს რისკი, ეს თეორიული რისკი შესაძლოა არსებობდეს და ამას არავინ არ უარყოფს , როდესაც ადამიანს აღარ ჰყავს ოპონენტი, მან თქვა ადამიანურ ფაქტორებზე, ადამიანურ ასე ვთქვათ გარემოებებზე გაამახვილა აქცენტი, აი ამ მიზნით თქვა, რომ აუცილებელი არის კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია, დაზღვევა ამ რისკების. ის კი არ თქვა, რომ დღეს რაღაც ხდება, შესაძლოა რამე მომხდარიყოო, ან მოხდეს, ამიტომ აუცილებელია კიდევ უფრო გამყარდეს სიტუაცია ქვეყანაში. დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დამშვიდება, სტაბილურობა და მეტად პროგნოზირებადი და სტაბილური მომავალი. და ისე როგორც მანამდე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფრის გარანტი, მშვიდობის , სტაბილურობის და უკეთესი მომავლის აი ამ როლს და მისიას პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციიდან კიდევ უფრო ძლიერად შეასრულებს“, – აღნიშნა პრემიერმა.