ირაკლი ღარიბაშვილი - სტატუსი დამოკიდებული იყო დიდ გარდატეხაზე, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ, „ქართულმა ოცნებამ“, ეს გზა გრძელდება და მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს
ირაკლი ღარიბაშვილი - სტატუსი დამოკიდებული იყო დიდ გარდატეხაზე, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ, „ქართულმა ოცნებამ“, ეს გზა გრძელდება და მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს

კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იყო იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია 2012 წელს და რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ, „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მუშაობა გრძელდება, რაც მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ქვეყნის განვითარების გზაზე.

„სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო ასოცირებაზე მუშაობა, გაფორმდა ხელშეკრულება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, უვიზო რეჟიმი. წარმოუდგენელი იყო, 2012 წლამდე ვინმეს ეფიქრა ამ შედეგზე. ამ ყველაფრის, დიდი სამუშაოს, ძალისხმევის დაგვირგვინება იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ყველამ ერთად მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ეს თავისით არ მოხდა, არ მოხდებოდა. ბუნებრივია, ეს იყო დამოკიდებული იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია 2012 წელს – დემოკრატიულ გარდატეხას და დიდ წინსვლას, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ და მთლიანად „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ. რა თქმა უნდა, ეს გზა გრძელდება, რომელიც მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.