ირაკლი ღარიბაშვილი - კალათბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის დედაქალაქში ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, საქართველო ღირსეულად ჩაატარებს ჩემპიონატს 
ირაკლი ღარიბაშვილი - კალათბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის დედაქალაქში ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, საქართველო ღირსეულად ჩაატარებს ჩემპიონატს 

წელს ტარდება კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი 2022 და 1-18 სექტემბერს თბილისი ევროპის სამ ქალაქთან (კიოლნი, პრაღა, მილანი) ერთად კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თბილისში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარდა ითამაშებენ ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები.

„სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ევროპის ჩემპიონატის მისაღებად დედაქალაქში ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, რომელიც იქნება დასრულებული ამ ზაფხულს და ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ ევროპის ჩემპიონატს თბილისში. აქვე მინდა, სიხარულით აღვნიშნო – ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები სექტემბერში ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რაც ქართული კალათბურთისა და ზოგადად, ქართული სპორტის დიდი წარმატებაა“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.