ირაკლი ღარიბაშვილი - კაცი იყო ჩვენი ქვეყნის სახე, ცხრა წელი ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა, არასერიოზულად მოიქცა კიდევ ერთხელ და დაამთავრა ასე არასერიოზულად
ირაკლი ღარიბაშვილი - კაცი იყო ჩვენი ქვეყნის სახე, ცხრა წელი ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა, არასერიოზულად მოიქცა კიდევ ერთხელ და დაამთავრა ასე არასერიოზულად

კაცი იყო ჩვენი ქვეყნის სახე, ცხრა წელი ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა მას და ასე არასერიოზულად მოიქცა კიდევ ერთხელ და დაამთავრა ასე არასერიოზულად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი გატაცების სცენარზე საუბრობს.

„რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. ეს ტრაგედიაა რეალურად. ამის თაობაზე ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური. ნებისმიერი ადამიანს, რომელიც ნახავს და იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს, მაგრამ ეს ტრაგედიაა რეალურად, ჩვენი სირცხვილი არის, ეს კაცი მართავდა ცხრა წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას. ამას თუ მართვა ჰქვია. ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, პერსპექტივებს, ტერიტორიებს აბარებდა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს და ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა. თქვენ ახსენეთ სხვადასხვა პროდუქტი, არაჟი და ასე შემდეგ, მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს სამარცხვინო სიტუაცია იხილა მთელმა მოსახლეობამ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, სააკაშვილი ილუზიებში ცხოვრობს და „როგორ მდგომარეობაშიც არის ამ ვიდეოში, ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება ახლაც თავად და მთელი მისი გუნდიც“.

„ნახეთ, როგორ აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ლაპარაკობს, ბოდავს სპეცსამსახურების მიერ გატაცებაზე, მოტაცებაზე. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ეს ადამიანი, წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაშიც არის ამ ვიდეოში, ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება ახლაც და მთელი მისი გუნდიც. სხვა შემთხვევაში, ასეთი ილუზიები რომ არ ჰქონოდა ამ ადამიანს, როგორ შეიძლება, რომ ელემენტარული გათვლა ვერ გაეკეთებინა ასეთი გზით. ქურდულად შემოიპარა და აღმოჩნდა ციხეში. რა ვქნათ, ეს არის რეალობა. ეს არის კიდევ ერთი საშუალება და მტკიცებულება იმისა, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ და ვუხსნით მოსახლოებას, არის სრული სიმართლე და მეორე მხარეს არის ეს არასერიოზულობა და სრული, გაუგონარი ამბავი.

ყოფილი პრეზიდენტი, წარმოიდგინეთ, კაცი იყო ჩვენი ქვეყნის სახე, ცხრა წელი ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა მას და ასე არასერიოზულად მოიქცა კიდევ ერთხელ და და დაამთავრა ასე არასერიოზულად. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ამომრჩეველს პირველ ოქტომბერს, როდესაც თავისი ფეხით შევიდა ციხეში. კიდევ ერთხელ, მინდა, მივულოცო ჩვენს მოსახლოებას. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ რეალურად გვაქვს შანსი, საბოლოოდ მივხედოთ ქვეყანას, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, ვინაიდან ეს არასტაბილურობის შემქმნელი, დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები იქნებიან დიდხანს ციხეში, რადგან მათი ეს სასჯელი ამას ითვალისწინებს და ამის შემდეგ მივხედოთ რეალური პრობლემების მოგვარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდა 30 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ.

„კიდევ ერთხელ, მინდა, მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, რომ 30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე, არავინ არ დავრჩეთ სახლში, ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ამ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას არ მივცეთ სალაპარაკო. არავითარი საბაბი არ უნდა მივცეთ მას, რომ ძლიერად ვერ მოიგო ამა თუ იმ კანდიდატმა. ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი მოიგებს დიდი უპირატესობით, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ბრძენი მოსახლეობის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა პრემიერმა.

დატოვე კომენტარი