ირაკლი ღარიბაშვილი - ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის დასრულდება პანდემია, საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება, საჭიროა, გავაათმაგოთ ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის დასრულდება პანდემია, საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება, საჭიროა, გავაათმაგოთ ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში

კარგად მოგეხსეენებათ, რომ პანდემიის პირველივე დღიდან, სახელმწიფომ, ჩვენმა საზოგადოებამ, მთლიანად ხელისუფლებამ აჩვენა მაღალი პასუხისმგებლობა. ჩვენი საზოგადოებაც და საერთაშორისო თანამეგობრობაც მაღალ შეფასებას აძლევს ამ მონდომებას, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საკმარისი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე საჭიროა ძალისხმევის გაზრდა. ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავარი საზრუნავი მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა იყოს.

„ვფიქრობ, ამ უმწვავესმა, გლობალურმა კრიზისმა ბევრი რამე გვაჩენა და ბევრი რამ გვასწავლა, თუნდა გვაიძულა, ახლებურად შევხედოთ საგნებსა და მოვლენებს. დღეს გვმართებს მეტი კრეატიულობა, მეტი არაორდინირებულობა, სისწრაფე გადაწყვეტილებებში. მთელ მსოფლიოში იცვლება რეალობა, ჩვენ დღეს ომში ვართ, პირდაპირი მნიშვნელობით, უხილავი მტრის წინააღმდეგ. სახეზეა უმძიმესი შედეგები, მწვავე ეკონომიკური კრიზისი. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის, როგორ დასრულდება ეს პანდემია და ეს უხილავი ომი. ამიტომ, საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება, საჭიროა, გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.