ირაკლი ღარიბაშვილი - იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სხვა დაწესებულება გამორიცხულია
ირაკლი ღარიბაშვილი - იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სხვა დაწესებულება გამორიცხულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გუშინ იუსტიციის მინისტრმა განარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექიმების რეკომენდაციით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

მისივე თქმით, სხვა დაწესებულება არ განიხილება.

„არ მსურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ მისგან, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექიმების რეკომენდაციით, თუ მოხდება პატიმარი სააკაშვილის გადაყვანა, ერთადერთი დაწესებულება ეს იქნება ციხის საავადმყოფო. მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრისგან, სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს არის გამორიცხული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი