ირაკლი ღარიბაშვილი - ეკლესიის, მთავრობისა და დიპლომატების წინააღმდეგ კამპანია ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ
ირაკლი ღარიბაშვილი - ეკლესიის, მთავრობისა და დიპლომატების წინააღმდეგ კამპანია ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი პოლიტიკური მიზნით არის შექმნილი და ქვეყანას აზიანებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა.

„უნდა დადგინდეს, დამტკიცდეს, ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ არა. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანას. ამიტომ უნდა გაირკვეს და სუს-ი, რა თქმა უნდა, აღკვეთს. ზოგადად, მინდა ვთქვა შემდეგი, რომ არჩევნები ძალიან მალე დასრულდება. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მთელი ეს ძალიან მძიმე კამპანია, რომელიც იყო მიმართული ეკლესიის, მთავრობის და ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ვიწროპარტიულ ინტერესს ემსახურება და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ. თუ ქვეყანა გიყვარს და უფრთხილდები, რაღაც ორი კვირის გამო არ უნდა დააზიანო ქვეყნის იმიჯი და ინტერესები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.