ირაკლი ღარიბაშვილი - იორდანიაში, წმინდა მიწაზე, სადაც საქართველოს 4 000 კვადრატული მეტრის მიწა გადმოეცა, საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ირაკლი ღარიბაშვილი - იორდანიაში, წმინდა მიწაზე, სადაც საქართველოს 4 000 კვადრატული მეტრის მიწა გადმოეცა, საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

იორდანიაში, წმინდა მიწაზე, სადაც საქართველოს 4000 კვადრატული მეტრის მიწა გადმოეცა, ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანი პროექტი უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

„ჩვენ წელს წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ იორდანიაში, წმინდა მიწაზე საქართველოს გადმოეცა 4 000 კვადრატული მეტრის მიწა. ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე – მას შემდეგ, როგორც კი ავიღებთ სამშენებლო ნებართვას – ქართული კულტურის და სულიერების ცენტრის მშენებლობას. ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე – ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ ამას ძალიან მალე განვახორციელებთ“, – განაცხადა პრემიერმა.