ირაკლი ღარიბაშვილი - ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის უპირატესი სტრატეგიული პრიორიტეტია
ირაკლი ღარიბაშვილი - ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის უპირატესი სტრატეგიული პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის მაღალი დონის სამიტის მონაწილე ლიდერებს სიტყვით მიმართა.

პრემიერ-მინისტრი გამართულ სამიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის უპირატესი სტრატეგიული პრიორიტეტია.

„ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს მთავრობის უპირატესი სტრატეგიული პრიორიტეტია.

დღეს მქონდა პატივი, დავსწრებოდი ტრანსფორმაციული განათლების სამიტს და სიტყვით მიმემართა მონაწილე ლიდერებისადმი. ვრჩებით განათლების გარდაქმნის იდეის ერთგული ჩვენი ახალგაზრდობისთვის უკეთესი მომავალის შესაქმნელად“, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.