ირაკლი ღარიბაშვილი - გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი გადაცემულია სასამართლოში
ირაკლი ღარიბაშვილი - გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი გადაცემულია სასამართლოში

გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი, მისი საკითხი გადაცემულია სასამართლოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არაეთიკურია კითხვა, იყო თუ არა ნიკა გვარამიას საკითხზე საუბარი ევროპელ მეგობრებთან.

„არაერთი საუბარი მქონია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და ბევრ ადამიანთან. კითხვას რომ მისვამთ, იყო თუ არა საუბარი, მგონი, არაეთიკურია. ორ ადამიანს შორის შემდგარი ნებისმიერი საუბარი, ნებისმიერი საკითხი გარეთ არ გამოდის, თუ ეს არ არის გავრცელებული პრესრელიზში ან განცხადებაში. აქედან გამომდინარე, მე შემდეგი პასუხი მაქვს ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით – ბატონი გვარამიას საკითხი არ არის მთავრობის საკითხი. მისი საკითხი არის გადაცემული სასამართლოში, გამოძიების საკითხი იყო და, შესაბამისად, მე პასუხი არ მაქვს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.