ირაკლი ღარიბაშვილი – გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაროკოს მოსახლეობას მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.
ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. გლოვის ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მაროკოს სამეფოს მთავრობას“, – წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.
მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 820, ხოლო დაშავდა 672 ადამიანი.
I would like to convey my sincere condolences to the people of #Morocco, as they mourn hundreds of victims of a horrible earthquake. I wish a speedy recovery to all those injured. We stand in solidarity with you in this time of grief. @ChefGov_ma
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 9, 2023