ირაკლი ღარიბაშვილი - გონიოში გვინდა, აშენდეს ახალი ქალაქი, შეიძლება, იყოს ფინანსური ცენტრიც
ირაკლი ღარიბაშვილი - გონიოში გვინდა, აშენდეს ახალი ქალაქი, შეიძლება, იყოს ფინანსური ცენტრიც

ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის, ვამზადებთ ამ პროექტს, გონიოში გამოიკვეთა რამდენიმე ინვესტორი და ეს გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების სურვილია გონიოში ახალი დასახლების შექმნა, რომელიც შესაძლოა, გახდეს ფინანსური ცენტრიც.

„გონიოში გვინდა, აშენდეს რეალურად ახალი ქალაქი, შეიძლება იყოს ფინანსური ცენტრიც. გოლფის მოედნები, ვილები და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დასახლება შეიქმნას გონიოში. თბილისში, თბილისის მერიასთან ერთად ვმუშაობთ 2-3 ახალ პროექტზე, რომელთა შესახებაც რამდენიმე კვირაში, მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას“, – აღნიშნა პრემიერმა.