ირაკლი ღარიბაშვილი - გილოცავთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ყველაზე პრინციპული მეტოქე, რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა
ირაკლი ღარიბაშვილი - გილოცავთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ყველაზე პრინციპული მეტოქე, რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა

გილოცავთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის  ჩემპიონატის მორიგ ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე პრინციპული მეტოქე – რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაური, “ბორჯღალოსნებს” მომავალ მატჩებში წარმატებას უსურვებს.

„გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის  ჩემპიონატის მორიგ ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე პრინციპული მეტოქე – რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა! ჩვენს „ბორჯღალოსნებს“ მომავალ მატჩებში წარმატებას ვუსურვებ“,- წერს პრემიერ-მინისტრი.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2021 წლის სეზონის მესამე ტურის შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ რუსეთს კალინინგრადში ესტუმრენ და მეტოქე ანგარიშით 6:23 დაამარცხეს.