ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის დოჰას საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ! ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია! საქართველოს პირველმა ჩოგანმა, დოჰას ტურნირის ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.