ირაკლი ღარიბაშვილი – გილოცავთ, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

21:40, 14.12.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

მსგავსი