ირაკლი ღარიბაშვილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიას ესტუმრა
ირაკლი ღარიბაშვილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიას ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიას სტუმრობდა. მთავრობის მეთაურს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია ერთ-ერთი უძველესი სასულიერო სასწავლებელია საქართველოში. ამჟამად გიმნაზიაში 720 მოსწავლე სწავლობს. სასწავლებლის შენობა მოიცავს 33 საკლასო ოთახს, კომპიუტერულ კლასს, ლაბორატორიას, სახელოსნოს. მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ ბიბლიოთეკით, რომელიც უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით და პერიოდული გამოცემებით; მოსწავლეთა განკარგულებაშია კომპიუტერული კლასი, კეთილმოწყობილი სააქტო დარბაზი. გიმნაზიაში სწავლის მსურველთა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, აშენდა მეორე სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი.

გორის სასულიერო სასწავლებელი 1817 წელს დაარსდა. სასწავლებელში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.