ირაკლი ღარიბაშვილი - გერმანიაში პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, გერმანია იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გულმხურვალე მხარდამჭერი, რათა საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი
ირაკლი ღარიბაშვილი - გერმანიაში პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, გერმანია იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გულმხურვალე მხარდამჭერი, რათა საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი

გერმანიაში პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, გერმანია არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გერმანია იყო ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული, გულმხურვალე მხარდამჭერი, რათა საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი.

ამასთან, ღარიბაშვილმა კანცლერ შოლცს და გერმანიას მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ინფორმაცია გაგიზიაროთ, ჩემი არაერთი კომუნიკაცია შედგა კანცლერ შოლცთან, ვიდრე მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. იცით, რომ შარშან, ივნისი ვიმყოფებოდი კანცლერის მიწვევით გერმანიაში, სადაც ვისაუბრეთ ამ საკითხებზე და დავსახეთ ერთად საგზაო რუკა, როგორ უნდა მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ბევრი რამ გაკეთდა ერთად. მინდა, იცოდეთ, რომ გერმანია იყო ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული, გულმხურვალე მხარდამჭერი, რათა საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, მე მინდა, მადლობა გადავუხადო კანცლერ შოლცს, გერმანიას და გერმანელ პარტნიორებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.