ირაკლი ღარიბაშვილი - გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა მოძალადე, რომელიც ჩართული იყო პროვოკაციაში, სამაგალითოდ დაისჯება
ირაკლი ღარიბაშვილი - გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა მოძალადე, რომელიც ჩართული იყო პროვოკაციაში, სამაგალითოდ დაისჯება

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ვერსიაზე, როგორ მოხვდნენ აგრესიული პირები და რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე განახორციელეს მიზანმიმართული შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ყველა მოძალადე სამაგალითოდ დაისჯება

მისივე თქმით, ლეგიტიმური კითხვაა, რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე განხორციელდა მიზანმიმართული შეტევა. როგორც პრემიერი ამბობს, ამას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. „სპეკულაციებზეა საუბარი, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ვერსიაზე, როგორ მოხვდნენ აგრესიული პირები და რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე განახორციელეს მიზანმიმართული შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული რადიკალური ძალა. მეგობრებო, კარგად გვახსოვს და არავის არ დაავიწყდება, თუ რა მეთოდით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როდესაც ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც შინ გაწერეს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.