ირაკლი ღარიბაშვილი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რათა ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, გადავარჩინოთ
ირაკლი ღარიბაშვილი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რათა ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, გადავარჩინოთ

ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, შევინარჩუნეთ, განვამტკიცეთ მშვიდობა და მშვიდობიანი პოლიტიკით მიგვყვას ქვეყანა გაერთიანებისკენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის დედაქალაქში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყების წინ განუცხადა.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, არის ნაწილობრივ, დროებით ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ არც ევროკავშირის, არც ნატო-ს წვერი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვავქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რათა, პირველ რიგში, ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და მშვიდობიანი პოლიტიკით მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.