ირაკლი ღარიბაშვილი - გამოდის მოღალატე სააკაშვილი, ჩვენი ერის, ჯარის სირცხვილი, რომელიც 2008 წელს ვიხილეთ მიწაზე გართხმული და კიდევ ჩვენ გველაპარაკება
ირაკლი ღარიბაშვილი - გამოდის მოღალატე სააკაშვილი, ჩვენი ერის, ჯარის სირცხვილი, რომელიც 2008 წელს ვიხილეთ მიწაზე გართხმული და კიდევ ჩვენ გველაპარაკება

რაც მათ აქვთ გაკეთებული, ღალატი, უბედურება, რაც ჩაიდინეს, ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

„პირადად მე ამ დღეების განმავლობაში ვისმენ არნახულ ცილისწამებათა კასკადს, ნიაღვარს ჩემი მისამართით. მე ვახსენებ მათ, რომ ბოლო ერთი წელიწადი ვიყავი თავდაცვის მინისტრი. რაღაც არნახული სიბინძურე, უბედურება, რაც ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში, რაც მათ აქვთ გაკეთებული, ღალატი, უბედურება, რაც მათ ჩაიდინეს, ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ. როგორ შეიძლება, ადამიანებს დააბრალო ყოველგვარი ფაქტების გარეშე, რომ მე რუსებს მოვაკვლევინე ექვსი სპეცრაზმელი. გამოდის ეს თვითონ მოღალატე სააკაშვილი, ყველაზე სამარცხვინო, ჩვენი ერის, ჩვენი ჯარის სირცხვილი, მთავარსარდლად წოდებული, კარგად ვიხილეთ 2008 წელს გართხმული მიწაზე, და ეს ადამიანი კიდევ გველაპარაკება ჩვენ, ვინც დაარბია, დახოცა ხალხი, გააუბედურა, აწამა. ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება? ვის უნდა საერთოდ ქვეყნის მომავალზე ფიქრი. მათთან ერთად წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის განვითარება, თქვენ წარმოგიდგენიათ, რაიმე გადატრიალება მომხდარიყო ქვეყანაში, რა მოხდებოდა ქვეყანაში? მოხდებოდა არეულობა, სამოქალაქო ომი, რაც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, რაც პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესებს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ სააკაშვილი იყო ის სამარცხვინო პირი და მთავარსარდალი, პრეზიდენტი, გახსოვთ ალბათ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა გორში, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე სტუმარი მიატოვა, კაცი გაიქცა, მიწაზე გაერთხა. კაცი გაოგნებული იყურებოდა და ამის შემდეგ ეს ადამიანი გამოდის, ძალადობს თავისი გუნდის წევრებზე, ზოგს კომპრომატებით აშანტაჟებს, ზოგს ძალადობით, ზოგს ფულით იჭერს და ასე შემდეგ. ეს ქაოსი დასრულდა და დასრულდება ძალიან მალე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ასე გაგრძელება არ შეიძლება.

„ჩვენ უნდა მივხედოთ რეალური პრობლემების გადაწყვეტას. ხალხს უამრავი პრობლემა აქვს – სოფლის მეურნეობაში, სოფლებში, რეგიონებში, ეკონომიკაში, სიდუხჭირე, სიღარიბე. ამას სჭირდება მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი. რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან საერთოდ. მე შევახსენებ ყველას, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, როგორი არჩევნები ტარდებოდა 2012 წლის არჩევნების ჩათვლით, როგორი ძალადობრივი, როგორი საშინელი ტერორის ქვეშ უწევდათ მოქალაქეებს ხმის მიცემა. ეს ყველაფერი არცთუ შორეულ წარსულში ხდებოდა. ეს ხდებოდა სულ რაღაც ცხრა წლის წინ. კიდევ ერთ კონკრეტულ მაგალითს შეგახსენებთ – ხურჩის ტერაქტი, ტერაქტად შერაცხული, რომელიც მოსახლეობის დაშინების მიზნით, თავადვე დადგეს და ჩვენი თანამოქალაქეები, მოხუცი ქალბატონი დაიჭრა. ეს ხალხია, ამ ხალხთან გვიწევს საუბარი. ასე რომ, ამ რადიკალურ, ტერორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან, მე, რა თქმა უნდა, საუბრისა და დიალოგის არავითარი განწყობა არ მაქვს. ოპოზიციასთან მზად ვარ დიალოგისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდია მზად, მაგრამ ერთი დათქმით, რომ ისინი გაემიჯნებიან ამ კრიმინალურ საქმიანობას, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვე კომენტარი