ირაკლი ღარიბაშვილი - გახსოვთ თვითმფრინავის ხმის გამო გაქცეული სააკაშვილი, როდესაც გმირები თავს სწირავდნენ, ე.წ. ყოფილი მთავარსარდალი გარბოდა, ლომების არმია იბრძოდა, სათავეში კი იდგა გამყიდველი და მხდალი კაცი
ირაკლი ღარიბაშვილი - გახსოვთ თვითმფრინავის ხმის გამო გაქცეული სააკაშვილი, როდესაც გმირები თავს სწირავდნენ, ე.წ. ყოფილი მთავარსარდალი გარბოდა, ლომების არმია იბრძოდა, სათავეში კი იდგა გამყიდველი და მხდალი კაცი

გახსოვთ 2008 წლის 11 აგვისტოს თვითმფრინავის ხმის გამო გაქცეული სააკაშვილი, როდესაც გმირები აქ თავს სწირავდნენ, ე.წ. ყოფილი მთავარსარდალი გარბოდა და მიწაზე გართხმული, შეშინებული სახით ნახა მთელმა მსოფლიომ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ლომების არმია იბრძოდა თავდადებით და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი.

„საუბედუროდ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია, რომ ამ გმირობის დღეს არნახული სიმხდალე აჩვენა ე.წ. ყოფილმა მთავარსარდალმა. 2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ თვითმფრინავის ხმის გამო გაქცეული სააკაშვილი. მას ჰყავდა ჩამოყვანილი სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როდესაც გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული, შეშინებული სახით ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს რაზე მიგვითითებს, რომ ჩვენი ლომი ბიჭები, ლომების არმია იბრძოდა თავგანწირვით, თავდადებით და ამ დროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი არის დროებით ოკუპირებული, მაგრამ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მიზანი. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს დაიღუპა 17 ქართველი ჯარისკაცი: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.