ირაკლი ღარიბაშვილი - გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენ მიერ, სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილისა და პიარის გარეშე
ირაკლი ღარიბაშვილი - გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენ მიერ, სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილისა და პიარის გარეშე

გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენ მიერ, სათანადო პატივი მივაგეთ უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილისა და პიარის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველაფერზე პიარის გაკეთება და იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი შემაშფოთებელია.

„კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები იყვნენ. მათი გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილისა და პიარის გარეშე. ყველაფერზე პიარის გაკეთება და იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი შემაშფოთებელია. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა, შეიძლება ასე ითქვას. ქართველი კაცი, ადამიანი ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს სამძიმარს, ჭირისუფალთან იქნება სამძიმრის სიტყვის თქმა თუ ნებისმიერი ქმედებით, ფორმით გამოხატვა. რასაც ჩადიან პოლიტიკოსები, ამას ამორალური ფარისევლობა ჰქვია და სხვა არაფერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.