ირაკლი ღარიბაშვილი - მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის, დამნაშავის მორჩილი მსახური
ირაკლი ღარიბაშვილი - მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის, დამნაშავის მორჩილი მსახური

ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური ფარსი, მათი ამომრჩევლის და ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან კაბინეტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 30 ოქტომბერს სასტიკად დამარცხდება.

„ჩვენს მოსახლეობას მინდა, ავუხსნა, მათი ეს ფიქტიური დაყოფები, ვითომ ახალი პარტიების შექმნა მათსავე წიაღში, რა თქმა უნდა, იყო აბსოლუტური ფარსი, მათი ამომრჩევლის მოტყუება და ჩვენი მოსახლეობის მოტყუების მცდელობა. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნების, არსებული სიტუაციის განცდა. მათ ჰგონიათ, რომ როგორც ატყუებდნენ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილს, სამწუხაროდ, საუბედუროდ, თავიანთი პროპაგანდისტული მანქანებით, ეგონათ, ასევე მოატყუებდნენ. რომელ ნორმალურ ადამიანს შეუძლია, შეეძლო დაეჯერებინა ის ფარსი, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. არც ერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. მამუკა ხაზარაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის, ამ მთავარი ბანდიტის, დამნაშავის მორჩილი მსახური.

ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ, მამუკა ხაზარაძე იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი მძიმე ფინანსური დანაშაულებებისა. ღამის ორ-სამ საათზე მიჰყავდათ ბიზნესმენები ნოტარიუსთან, მათ შორის „თიბისი“ ბანკშიც, ხაზარაძის ოფისებშიც და ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, ბანკიდან სესხის გაცემა ფიქტიურად. რა თქმა უნდა, სააკაშვილის დროს იმ თანხას თვითონ სახელმწიფო ართმევდა ბიზნესმენს და ამ დიდ დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული ხაზარაძე. ეს ყველამ იცის, ნებისმიერმა ბიზნესმენებმა და ათობით, ათასობით ადამიანი არის დაზარალებული და დღემდე ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. აქედან გამომდინარე, ეს ფარსი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია. რა შეიძლება ამაზე კომენტარი გავაკეთო, გარდა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ განვითარებას. ეს არის საკუთარი თავის მოტყუება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება, ისინი თავის თავს აჯერებენ, ატყუებენ და ამის შემდეგ ცდილობენ, რომ გარკვეული განცდა შექმნან, მათ შორის უცხოელების თვალშიც, რომ რაღაც კოალიციური მთავრობის ჩანასახი გააკეთეს თუ რაღაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი ნათელი და ცხადია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.