ირაკლი ღარიბაშვილი - ფარული ჩანაწერების გავრცელება არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ, სახელმწიფო კანონის სახელით ყველაფერს დაარქმევს სახელს
ირაკლი ღარიბაშვილი - ფარული ჩანაწერების გავრცელება არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ, სახელმწიფო კანონის სახელით ყველაფერს დაარქმევს სახელს

ყველა შეთქმულებაში მონაწილე პირს – მტერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის, გავცემთ ძალიან მკაცრ პასუხს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებული ფარული ჩანაწერების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს, და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს.

„ჩვენს მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ. ეს არის მცდელობა მათი დისკრედიტაციის. ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ყოვლად დაუშვებელია და რა თქმა უნდა, სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს, და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს უკეთებენ ტირაჟირებას, ამ ტყუილ-მართალს, და ახდენთ ეკლესიისა და მღვდელმთავრების დისკრედიტაციას. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა. ეს არის ბოლო მცდელობა სააკაშვილის და ოპოზიციის, იმიტომ, რომ იციან რა, ისინი მარცხდებიან, თანაც სასტიკად მარცხდებიან ყველგან, ყველა ქალაქში. ერთი მხრივ, ვუყურებთ, რომ არჩევნებისთვის მზადება საერთოდ არ აქვთ, იმიტომ, რომ იციან, აზრი არ აქვს მათ ჩართულობას ამ არჩევნების კამპანიაში, იმიტომ, რომ აგებენ 2 ოქტომბერს. ყველაფერი გამიზნულია არჩევნების მეორე დღისთვის, რათა გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ არჩევნების დღესაც და არჩევნების მეორე დღეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას. ყველა ამ შეთქმულებაში მონაწილე პირს, ყველა მოღალატეს და მტერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის, გავცემთ ძალიან მკაცრ პასუხს. მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია წერს, ეს არის ძალიან პრიმიტიული შეფასება და არ გამოგყვებით ამ პროვოკაციულ კითხვაზე. თქვენი ხელწერა, ნაციონალური მოძრაობის, სააკაშვილის, და სამწუხაროდ, სხვა მოღალატეებიც შეუერთდნენ სააკაშვილის დიდ გუნდს, არის ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.