ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელი კოლეგებისგან, ვისაც ვესაუბრე, მივიღე დაპირება, რომ ჩვენი საკითხის განხილვისას მხარს დაგვიჭერენ, რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით რეალობა
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელი კოლეგებისგან, ვისაც ვესაუბრე, მივიღე დაპირება, რომ ჩვენი საკითხის განხილვისას მხარს დაგვიჭერენ, რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით რეალობა

ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, მეგობრებისგან, ვისაც ვესაუბრე, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება ჩვენი საკითხის განხილვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ისინი აღიარებენ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

„კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და მიმაჩნია, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღო მონაწილეობა.