ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელ კოლეგებს ესმით პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული სამართლებრივი მდგომარეობა, ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელ კოლეგებს ესმით პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული სამართლებრივი მდგომარეობა, ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი

ჩვენს ევროპელ კოლეგებს ესმით პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული სამართლებრივი მდგომარეობა. ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, იურიდიული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი, რომ გამოჩნდეს კანონის უზენაესობა, ჩვენი კონსტიტუციის უზენაესობა და ის, რომ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი და არც პრემიერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას ახლა გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს მოსაგვარებელი, ვიდრე მთავრობისა და პრეზიდენტის ურთიერთობა.

„იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გააცნობიერებს, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს მოსაგვარებელი. თუ ის მხარს დაგვიჭერს და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას, ისე, როგორც შარშან ხდებოდა. შარშან, სტატუსის მინიჭებამდე, როცა იყო მომართვები, მთავრობა უშვებდა ყველგან, ვუგზავნიდით თანხმობებს. თუ მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა, რატომაც არა, მაგრამ, სამწუხაროდ, მან რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და ამიტომ ეს ნდობა დაიკარგა. ოპოზიციონერს ჩვენი მანდატის და უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.