ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა
ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური რყევების დროს შევსებული კითხვარის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ევროპულ არჩევანს.
„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის განხილვის შესაძლებლობა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური რყევების დროს შევსებული კითხვარის წარდგენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ევროპულ არჩევანს. მადლობელი ვარ ამ გზაზე ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.