ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან შეხვედრაზე გლობალური მდგრადობის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე გლობალური მდგრადობის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხები, ასევე საქართველოს მიზანი განიხილა, ჩამოყალიბდეს განახლებადი ენერგიის და ელემენტების მწარმოებელ ცენტრად.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტის ფარგლებში საქართველოს დიდი ხნის მეგობარს, მაროშ შევჩოვიჩს შევხვდი. გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა საქართველოს მიზანი, ჩამოყალიბდეს განახლებადი ენერგიის და ელემენტების მწარმოებელ ცენტრად. ასევე, ვისაუბრეთ გლობალური მდგრადობის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Met w/ long-time friend of 🇬🇪@MarosSefcovic 🇪🇺 in the frames of the 6th #EaP Summit. Had an opportunity to discuss 🇬🇪’s future objective to become a renewable energy & battery hub, as well as global sustainability & regional energy security issues. pic.twitter.com/k4wenhawUy
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) December 16, 2021