ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პანელის ერთ-ერთმა მონაწილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის დასრულებას შეეხებოდა.

კერძოდ, ფრანგმა ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა: „თქვენ ბრძანეთ პოლარიზაციის დასრულების საკითხი, როგორც იმ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. თუ შეიძლება, გვითხარით მეტი ამის თაობაზე“.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში პოლარიზაციას დაასრულებს კანდიდატის სტატუსის მიღება.

„თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ შემდეგ GLOBSEC-ის სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ მაშინ სტატუსი. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.