ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის ჩართულობით დავიწყეთ შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის განხორციელება, ეს და სხვა პროექტები დაეხმარება საქართველოს, მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირის ჩართულობით დავიწყეთ შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის განხორციელება, ეს და სხვა პროექტები დაეხმარება საქართველოს, მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე

ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული პროექტის განხორციელება ევროკავშირის ჩართულობით, ესაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, გადამცემი ხაზი, რომელზეც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ოთხი ქვეყანაა ამ თემაში ჩართული – საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი თვალსაჩინო, სამაგალითო პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ დაკავშირებადობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის. ეს და სხვა პროექტები დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ. ესაა ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ავსტრიის კანცლერთან. დღეს საკმაოდ დატვირთული განრიგი აქვს ბატონ კანცლერს საქართველოში და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ვიზიტისთვის. ჩვენ გვექნება საღამოს საშუალება, რომ გავაგრძელოთ საუბარი, დიდი მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.